პროექტის აღწერა
- პროექტის სახელწოდება: ჩვენი სოფლის სამ უბანში რამდენიმე ოჯახის მიერ ერთ თვეში მოხმარებული ელ. ენერგიის საფასურის განსაზღვრა.
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: სიდიდეებს შორის დამოკიდებულებათა განსაზღვრის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
- პროექტის აქტუალობა: მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

- პროექტის მიზნები: მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობის გამოცდილების განმტკიცება, ამოცანის დასახვისა და მისი გადაწყვეტის გზების გამონახვის, ინფორმაციის მოძიების, ანალიზის და შედეგების შეჯამების ჩვევების გამომუშავება.
- მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: 6-7 დღე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები დაადგენენ რომ უბნის მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის საფასური დამოკიდებულია თითოეული ოჯახის მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის კილოვატ საფასურის რაოდენობაზე და 1კვტ-სთ-ის ღირებულებაზე. იმსჯელებენ მოხმარებული ელ. ენერგიის დაზოგვის გზებზე.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,რვეული, საწერი საშუალებები, უბნის საერთო ელ. მრიცხველის და თითოეული ოჯახის ელექტრო მრიცხველის ჩვენებების ამსახველი ქვითრები, კალკულიატორი.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები ირჩევენ პრობლემურ თემას, იყოფიან 3- ჯგუფად ( 3-4 ბავშვი) განიხილავენ პრობლემის აქტუალობას, მის გაცნობიერებას და მუშაობის დაგეგმვას. ა. გამოყავთ მოხმარებული ელ. ენერგიის საფასურის დასადგენი ფორმულა y=KN სადაც Y-არის მოხმარებული ელ. ენერგიის საფასური (ლარებში). k- არის მოხმარებული ელ. ენერგიის რაოდენობა (კვტ.სთ.ში). N- არის 1კვტ.სთ-ის ღირებულება. ბ. ჯგუფის წევრები ეცნობიან უბნის საერთო მრიცხველისა და ცალკეული იჯახების მრიცხველთა ელ. ენერგიის ქვითრებს. ასევე თითოეული ოჯახის მიერ დახარჯული ელ. ენერგიის რაოდენობისა და საფასურის გამოთვლა, შედეგების შედარება და შეუსაბამობის შემთხვევაში მიზეზების გარკვევას. გ. ახდენენ ჯგუფების მუშაობის შედეგების პრეზენტაციას და საერთო პრობლემების გამოკვეთას, გამოთქვავენ აზრს და მოსაზრებებს მათი დაძლევის გზების შესახებ და თავიაანთ მოსაზრებებს უზიარებენ უფროსებს.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა VI.5.
- პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი): ინგა ბედიანაშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ingabedianashvili@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგingabedianashviliblogger. com
No comments:
Post a Comment